გეოლოგებსა და არქიტექტორებს გამოძიების დასრულებამდე კონკრეტული დასკვნებისა და პროგნოზების გაკეთება უჭირთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ სპეციალური ორგანოების მხრიდან ნებართვები საკმაოდ მარტივად გაიცემა, ამის სავარაუდო მიზეზად ბიზნესის წახალისებას ასახელებენ.
თუმცა საუბრობენ, რომ ამ ფაქტორმა შესაძლოა კიდევ არაერთი სავალალო შედეგი გამოიწვიოს. აღნიშნავენ, რომ ასეთ დროს პასუხისმგებლობა მხოლოდ მეპატრონეს არ უნდა ეკისრებოდეს.