კრიზისების მართვის საბჭოს განცხადება

01 დეკემბერი 2016, 00:00 1859 ნახვა

საქართველოს ელექტრო ენერგეტიკული და გაზმომარაგების ობიექტები და სისტემები, ტექნიკური მდგომარეობის მხრივ, ზამთრის პერიოდში, მომხმარებლების ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით საიმედო მომარაგებისათვის მომზადებულია, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთანვე, კომპანიებს აქვთ მობილიზებული საჭირო ტექნიკა, სათადარიგო მარაგ-ნაწილები და ადამიანური რესურსები, რათა თავიდან აიცილონ  ყველა ის შესაძლო გართულება, რაც ზამთრის პერიოდს ახლავს თან”, - აცხადებენ საბჭოში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი