საქართველოში ხვალ გლოვის დღეა

10 ოქტომბერი 2021, 10:18 899 ნახვა

ხვალ კი მთელ საქართველოში გლოვის დღეა.   გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს. სახელმწიფო უწყებებზე დაშვებული იქნება დროშები, არ ჩატარდება გასართობი აქტივობები. ტრაგედია 8 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში მოხდა, გარე კამერიდან ჩანს, როგორ იწყებს კედელი გამომტვრევას და შემდეგ რამდენიმე წამში მთელი კორპუსი ინგრევა.

შემთხვევის შემდგომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო, მაშველებთან ერთად გაწმენდით სამუშაოებში მოქალაქეებიც ჩაერთნენ, მალევე შეძლეს მანქანიდან ბავშვის ამოყვანა, რის შემდეგ 30 საათიანი უწყვეტი სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დაიწყო.

8 ოქტომბერს ღამე უკვე მოხერხდა ორი ცოცხალი ადამიანის ამოყვანა, თუმცა სამწუხაროდ ერთი მათგანი 35 წლის ქალი საავდმყოფოში გარდაიცვალა, გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, კიდევ 7 კი მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე გარდაცვლილი ამოიყვანეს, ადგილზე მიდიოდნენ მოქალაქეები, რომლებიც ამარაგებდნენ დაზარალებულ ოჯახებს და მაშველებს ლოცულობდნენ ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად, თავიდანვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სახლში პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მოხდა, შენობის ჩამონგრევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი