საქართველოში კორონავირუსის 2 884 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

09 ოქტომბერი 2021, 11:00 758 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2 884 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 814 პაციენტი, გარდაიცვალა კიდევ 29.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 042 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 889, „პისიარ“ ტესტით – 14 153.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,48%, ბოლო 14 დღის – 5,94%, ბოლო შვიდი დღის – 7,01%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 631 563 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 598 468 გამოჯანმრთელდა, 9 221 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 862 753 აცრა, დღიურად აცრილია 9 457.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი