მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს - არსებული ინფორმაციით ის არასრულწლოვანია

09 ოქტომბერი 2021, 07:56 7907 ნახვა

მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მცირეწლოვანია.

ბათუმში საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. 

ბოლო მონაცემებით, ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, ხოლო 2 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში