მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი გარდაცვლილი ამოიყვანეს

09 ოქტომბერი 2021, 03:02 5979 ნახვა

ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ცხედრები ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ გამოასვენეს. 

არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია ორი მამაკაცისა და მოზარდის ცხედრები. ამ ეტაპზე მათი ვინაობა უცნობია. 

ამ დროის ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილას უკვე 15 საათია მუშაობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში