ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი "მედცენტრში" გადაიყვანეს, მედიკოსების შეფასებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

08 ოქტომბერი 2021, 23:27 2270 ნახვა

 ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "მედცენტში" გადაიყვანა.

"22:55 საათზე კლინიკაში შემოყვანილი იყო 37 წლის მამაკაცი, რომელიც ამოყვანილია ნანგრევებიდან. შემოსვლის დროს მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. პაციენტი იყო გონზე. აღენიშნება სხეულის ზოგადი დაჟეჟილობები, გულმკერდის დახურული ტრამვა, მარცხენა კოჭ-წვივის დაზიანება, ღია მოტეხილობა. პაციენტს უტარდება დამატებითი კვლევები და დანარჩენს მოგახსენებთ, როგორც კი დასრულდება კვლევა“,- განაცხადა "მედცენტრის დირექტორმა მედეა ქაჯაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი