ბათუმში ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

08 ოქტომბერი 2021, 22:47 1676 ნახვა

ბათუმში ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს.დაშავებული კაცია და ის ნანგრევებიდან ამოყვანისას კონტაქტური იყო.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს.

შემთხვევის ადგილას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

სამაშველო ოპერაცია, ბათუმში უკვე, 11 საათია გრძელდება.

მაშველებმა ცოტა ხნის წინ, ნანგრევებიდან ქალი, მანამდე კი შენობის წინ მდებარე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი დღეს დილით ჩამოინგრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში