ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ნგრევის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. მანამდე მაშველები მას დახმარებას ადგილზე უწევდნენ.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.