შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. ორი მათგანი მაშველებთან კონტაქტზე გამოდის. ტელეფონით გვეკონტაქტებიან.
ვახტანგ გომელუარის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, დაკავებული არავინაა და გრძელდება გამოკითხვები.
მინისტრი ამბობს, რომ ნგრევა, შესაძლოა, სრემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს, რომელიც პირველ სართულზე მიმდინარეობდა.
''მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გამოძიება დავიწყეთ და დავადგენთ რა მოხდა. 10-15 ადამიანია მოყოლილი. ორი ადამიანის ხმა ისმის. ასეულობით მაშველია ჩართული. არ არის საშუალება რომ ბევრი ადამიანი ავიდეს და იმუშაოს. ჩართულია ტექნიკაც. სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის, შეიძლება დავაშავოთ და ცუდი მოხდეს. აქედან გამომდინარე პროფესიონალურად მუშაოებენ მაშველები.
იყო რამდენიმე ვერისია. გაზის ვერსიაც განიხილებოდა. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ქვემოთ მიდიოდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შესაძლოა ეს იყოს მიზეზი. წინასწარ ვერ ვიტყვი. შესაძლოა უკავშირდებოდეს საყრდენი კედლის გამოცლას'' - განაცხადა მინისტრმა