ნგრევის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო კორპუსის ქვემოთ მიმდინარე სარემონტო სამუშოები - ვახტანგ გომელაური

08 ოქტომბერი 2021, 17:05 1440 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მათი ინფორმაციით, ნგრევის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო კორპუსის ქვემოთ მიმდინარე სარემონტო სამუშოები.

ვახტანგ გომელაურის განმარტებით, გამოძიება მიდის და თუ დადგინდება, რა თქმა უნდა, პასუხისმგებაში მიეცემიან ეს ადამიანები.

"იყო რამდენიმე ვერსია, მათ შორის გაზის ვერსია. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ქვემოთ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, მესაკუთრე აკეთებდა. შეიძლება ეს იყოს მიზეზი.

წინასწარ ვერ ვიტყვით, გამოძიებით დადგინდება. საყრდენი კედლის გამოცლის ან რამე სხვა მიზეზით თუ იყო გამოწვეული , გამოძიება მიდის და თუ დადგინდება, რა თქმა უნდა, პასუხისმგებაში მიეცემიან ეს ადამიანები.

გამოძიება დაიწყო 240 მუხლის მეორე ნაწილით.

დაშენება არ ხდებოდა, სახლში მიდიოდა  სამუშაოები. ნებართვა ამ დროს რამდენად საჭიროა არ ვიცი. 

დაკავებული არავინაა, ხალხი მიყვანილია და გამოკითხვა მიმდინარეობს"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის განცხადებით, 90% გაზის თემა არ არის, რადგან გაზის შემთხვევაში ჩამონგრევა სხვანაირად ხდება.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი