კაცი მაშველებთან ერთად საკუთარი ხელებით ნანგრევებში ოჯახის წევრებს ეძებს

08 ოქტომბერი 2021, 16:56 24265 ნახვა

თითქმის 5 საათია სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე,  სადაც დილით კორპუსი ჩამოინგრა.

არსებული ინფორმაციით, ნანგრევებშია მოყოლილი დაახლოებით 15-მდე ადამიანი.

ამ დრომდე მამა, მაშველებს ეხმარება და საკუთარი ხელებით ნანგრევებში  მეუღლეს და შვილს ეძებს. ერთი შვილი შემთხვევის დროს სკოლაში იმყოფებოდა და  მომხდარის შესახებ არაფერი იცის, რადგან პედაგოგები და კლასელები ცდილობენ სწავლის პროცესით გაიყვანონ დრო, სანამ მაშველებისგან რაიმე ინფორმაციას მიიღებენ.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახში, მცირეწლოვანი ბავშვები ნანგრევებში მოყოლას  იმით გადაურჩა, რომ ისინი სკოლაში იმყოფებოდნენ, დაკარგულად ითვლება ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრი და სტუმარი.

ამ დროისთვის, მაშველებმა მხოლოდ,  ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან,  მცირეწლოვანი ბავშვის გამოყვანა შეძლეს.

 

 

ზოგადი ფოტო შემთხვევის ადგილიდან

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი