ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსი ჩამოინგრა უკვე 4 საათია სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ნანგრევებში მოყოლილი ოჯახების ახლობლები კორპუსის მიმდებარედ არიან შეკრებილი და ახალ ინფორმაციებს ელოდებიან.
"სახლში იყო 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. ამ დრომდე არაფერი ვიცი მათზე. მიზეზები მეც ძალიან მაინტერესებს და იმედია მთავრობაც დაინტერესდება"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აღნიშნულ სადარბაზოში ცხოვრობდა დაახლოებით 15 ოჯახი. ნანგრევებში კი დაუზუსტებელი მონაცემებით მოყოლილია 8 ადამიანი.