მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი, ავტომობილიდან გამოიყვანეს

08 ოქტომბერი 2021, 12:25 3252 ნახვა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მაშველებმა ბავშვი გამოიყვანეს. მოზარდს დახმარებას უწევენ მედიკოსები. ადგილზე მობილიზებულია სასწრფო-დახმარების რამდენიმე ბრიგადა. 

თვითმხილველების თქმით, ავტომობილში ბავშვის დედაც იმყოფებოდა. 

''ექთანი ვარ და ხმა, რომ გავიგე გამოვიქეცი დასახმარებლად. ბავშვი მანქანაში იყო და შველას ითხოვდა. იქვე იყო დედაც.  სამაშველო სამსახურმა მოზარდი ამოიყვანა და გადაიყვანეს კლინიკაში'' - ყვება იზაბელა ჯაიანი. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ავტომობილიდან გამოყვანილი ბავშვი კლინიკაში ახლახანს შეიყვანეს ამიტომ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვს. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, სავარაუდოდ არიან დაშავებულები.

რამდენიმე წუთის წინ  კორპუსის ერთი ნაწილი ჩამოიშალა. ნანგრევებში მოყოლილია ავტომობილებიც. 

​ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში