ტვინდემიის შემთხვევაში, საუბარია არა ახალ შტამზე, არამედ 2 სხვადასხვა ვირუსის ზედდებაზე - ეკატერინე ტიკარაძე

08 ოქტომბერი 2021, 11:51 711 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო მზად არის გაუმკლავდეს ე.წ ტვინდემიას.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,  სამინისტრო ოქტომბერში  200 000 დოზა სეზონური გრიპის ვაქცინას მიაწვდის მოქალაქეებს.

მისივე განმარტებით, ტვინდემიის შემთხვევაში საუბარია არა ახალ შტამზე, არამედ ორი სხვადასხვა ვირუსის ზედდებაზე, სადაც ერთი ვირუსი არის COVID-19, ხოლო მეორე სეზონური ვირუსი.

"ამის მოლოდინი შარშანაც იყო, თუმცა კოვიდმა მოახერხა შარშან და ჩაანაცვლა ყველა სხვა სეზონური ვირუსი,

ამ ეტაპზე კოვიდი შედარებით დასუსტებულია და აქედან გამომდინარე, სხვა ვირუსებიც უკვე სახეზეა და მათი შეინიშნება მოსახლეობის ორმაგი ინფიცირება. რა თქმა უნდა, ქვეყანა ამისთვისაც მზად არის. მკურნალობა სიმპტომურად მიმდინარეობს. საწოლფონდის მხრივაც ქვეყანა მზადაა. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ამ პროცესში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, სამინისტრო ოქტომბერში  200 000 დოზა სეზონური გრიპის ვაქცინას მიაწვდის მოქალაქეებს და თავის მხრივ კერძო სექტორი ატარებს თავის პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში