ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო სამი დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა.
მისივე თქმით, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა ქვეყანაში „რთული ნოემბერი“ გვექნება.
"ბოლო სამი დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. წინა ორ კვირასთან შედარებით, გვაქვს დაახლოებით 300 ერთეულით მეტი ახალი შემთხვევა, ვიდრე ეს იყო წინა სამშაბათი-ხუთშაბათის პერიოდში. ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ჩვენ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა და ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს.
ამ პროცესს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს. ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დავარდა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 9 ათასის ფარგლებში ვართ, ეს არის სამჯერ ნაკლები ვიდრე აგვისტოში და 2,5-ჯერ ნაკლები ვიდრე სექტემბერში გვქონდა, ეს არის ძალიან ცუდი.
უკვე ცივი სეზონია და მოვა სხვა რესპირაციული ვირუსებიც, ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება გრიპი. ახალი ტერმინი გაჩნდა ე.წ. ტვინდემია - მოხდება ამ ორი ინფექციის დატყუპება. თუ არ ავიცერით და იმუნური ფენის კრიტიკული მასა არ დაგროვდა, რაც დღეს 55%-ის ფარგლებში გვაქვს და 80%-მდე უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.