აშშ-ის ყოფილი ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ სააკაშვილს უწოდებს საწამლავს პოლიტიკურ სხეულში.
იან კელი გამოეხმაურა პრემიერის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას.
ის ტვიტერზე წერს, რომ ორივე საწამლავია პოლიტიკურ სხეულში, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის მის ქვეყანაში, ვინც კონფლიქტს და პირად ძალაუფლებას ამჯობინებს ეროვნულ ინტერესებს.