ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.