ჯო ბაიდენის რეიტინგი ეცემა

06 ოქტომბერი 2021, 18:46 1227 ნახვა

ჯო ბაიდენის რეიტინგი ეცემა. ამერიკული მედია  დემოკრატი პრეზიდენტის საერთო რეიტინგებს საგანგაშოს უწოდებენ. ბაიდენის საქმიანობას  ამერიკელების მხოლოდ 45.1% უჭერს მხარს, ხოლო 47.9% ეწინააღმდეგება. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მხარს არ უჭერენ დემოკრატიულ ან რესპუბლიკურ პარტიას ბაიდენი ისეთივე არაპოპულარულია, როგორც მისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი.   დემოკრატებს იმედია აქვთ, რომ ბაიდენის რეიტინგი ნიუ-იორკისა და კალიფორნიის შტატებში მოიმატებს. პრეზიდენტის ამჟამინდელი რეიტინგი იმაზე მიანიშნებს,  რომ დემოკრატები მომავალ წელს სენატში უმრავლესობას დაკარგავენ და საკმარისი მანდატების მიღებას ვერ შეძლებენ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში