აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სომხეთთან კომუნიკაციის გახსნის პროცესი ნაწილობრივ დაიწყო. დღეს ბაქოში ალიევმა აზერბაიჯანში ახლად დანიშნული ევროკავშირის წარმომადგენელი პეტრა მიხალკო მიიღო. ალიევმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანს სურს ახალი ფურცლიდან დაიწყოს მეზობელ სომხეთთან ურთიერთობების დალაგება.