ბათუმის აფთიაქებში მოწყობილი სამალავებიდან ფსიქოტროპული მედიკამენტები ამოიღეს

06 ოქტომბერი 2021, 15:11 1341 ნახვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოვლინდა.

თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში,  სპეციალურად მოწყობილ სამალავებიდან, 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღეს. საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, 5 აფთიაქში,  სპეციალური რეცეპტის გარეშე,  შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. 

უწყების ცნობით, 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა, უკანონო  ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის ნებართვის გარეშე.

''ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ასევე  გამოვლენილი იქნა სანებართვო პირობების დარღვევის 3 და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის 11 ფაქტი. ყველა გამოვლენილ შემთხვევაში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლებიც განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გადაიგზავნა'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში