საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ერთ-ერთი პირი დაშავებულია, ის გორის ჰოსპიტალშია გადაიყვანეს 

05 ოქტომბერი 2021, 17:24 951 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული 29 წლის ნიკოლოზ ფეხშიშველაშვილი გათავისუფლებულია. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, პაციენტს ამ წუთებში სამედიცინო კვლევები უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პაციენტს სხივის ძვლის მოტეხილობა აქვს. 

ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა სამხრეთ ოსეთის საზღვარი დაარღვიეს, ორი დაკავებულია, ერთი პირი გაქცევისას 10-12 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გასათავისუფლებლად აქტიურად მუშაობენ. 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში