აჭარაში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

05 ოქტომბერი 2021, 10:44 782 ნახვა

5 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 103 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 137 ადამიანი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 131 საიდანაც 4 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 351. მძიმე პაციენტია 108, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 33 პირი.

597 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 293 - თბილისში, 166 - აჭარაში.

14 509 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 084 ადამიანი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი