მიშას მხარდამჭერი აქცია ციხესთან

04 ოქტომბერი 2021, 19:41 972 ნახვა

აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ამბობენ ბრძოლას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებამდე არ შეწყვეტენ. სწორედ ეს იყო მთავარი მესიჯი პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ აქციაზე. საქართველოს ექსპრეზიდენტი 2 საქმეზე მსჯავრდებული 2-ზე კი ბრალდებულია. რუსთავის ციხესთან პოლიტიკური განცხადებები არჩევნების შედეგებსა და მეორე ტურზე ამომრჩევლის მობილიზებასთან დაკავშირებით გაკეთდა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლის ჩამოგდება არავის გამოუვა. აქციაზე სიტყვით ასევე ხატია დეკანოიძეც გამოვიდა და შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილის მადლობის წერილი გააცნო. გამომსველელბს შორის იყვნენ ემიგრანტებიც.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში