უხვი ნალექის გამო ახალშენის მე-8 ქუჩის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ნაპრალები გაჩნდა. მოქალაქეების თქმით, ჩაკეტილი მონაკვეთის გამო 25 - მდე ოჯახი გზაზე ავტომობილით გადაადგილებას ვერ ახერხებს. საუბრობენ მეწყრის განვითარების რისკზეც, რის გამოც ორი საცხოვრებელი საშიშროების წინაშეა. მოქალაქეები შესაბამის სამსახურებს დახმარების თხოვნით მიმართავენ და მოითხოვენ , რომ სავალ ნაწილზე სანიაღვრე არხები მოეწყოს.