ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში

04 ოქტომბერი 2021, 18:44 2063 ნახვა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მაღალჩინოსნები დაიღუპნენ. უბედური შემთხვევა ბართინის პროვინციაში, ესენიურთის რაიონში დილის 7 საათსა და 45 წუთზე მოხდა.  მიკროავტობუსში  პარტიის ნაციონალური მოძრაობის  წევრები იმყოფებოდნენ. ისინი ანკარაში პარტიულ შეხვედრაზე მიემგზავრებოდნენ. წინასწარი ვერსიით,  მძღოლმა წვიმის გამო მოლიპულ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა. ავარიის შედეგად დაიღუპნენ  ქალაქ ბართინის ვიცე- მერი და ნაციონალური მოძრაობის პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი.  დაშავდა 14 ადამიანი. მიკროავტობუსში სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე  მედიკოსებისა და მაშველების ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულები ბართინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში