უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაში საავტომობილო გზებზეც. მიწის მასა ჩამოწვა დოლოგანი-საფარიძეების, დოხოძეების, წონიარისი- ზედა წონიარისის, მახუნცეთი-უჩხითის და ოქტომბრის საავტომობილო გზებზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა შეზღუდულია მხოლოდ უჩხითან დამაკავშირებელ გზაზე. სხვა მიმართულებით გადაადგილება ცალმხრივად შესაძლებელია. ხუთივე ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები..