ბინები ეკომიგრანტებისთვის

30 ნოემბერი 2016, 00:00 3512 ნახვა

ხელვაჩაურში,  მცხოვრებ  50 ეკომიგრანტ ოჯახს, აჭარის მთავრობამ ბინები  გადასცა. ორი ხუთსართულინი კორპუსი სოფელ კაპრეშუმში პირველი კატეგორიის ეკომიგრანტებისთვის აშენდა,  რომლებიც  მიწისძვრის  და მეწყრის  შედეგად  საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. ბინების მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წლის ბიუჯეტით ხულოსა და ბათუმში კიდევ  133 ბინიანი სახლები შენდება. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის მთავრობის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტად რჩება.

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი