თორნიკე რიჟვაძე ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

04 ოქტომბერი 2021, 15:30 1412 ნახვა

ბათუმში, უხვი ნალექის შედეგად, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. მობილიზებულია ,,ბათუმის წყლის'' სპეცტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

,,მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ზღვაში გამსვლელი არხებისა და სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მაღალმთიან აჭარაში, ძლიერი წვიმის შედეგად, დამეწყრილი გზები ინტენსიურად იწმინდება.  ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები რამდენიმე მიმართულებით განვითარდა.

დილიდანვე მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილობრივი მნიშვნელობის ზალმეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ყინჩაური-წაბლანას გზაზე მოსახლეობა დროებით, შემოვლითი გზით შეძლებს სარგებლობას.

პროცესში ჩართულია გეოლოგიური სამსახური და შესაბამისი დასკვნის შემდეგ, განახლდება დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები. ქედაში სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო ხელვაჩაურში დამეწყრილი გზები 8 მიმართულებით იწმინდება"- აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი