საუბარი სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა ანუ ნონსესი - წულუკიანი 

04 ოქტომბერი 2021, 12:38 1069 ნახვა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იქ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. 

''ექსტრადიცია აქედან იქეთ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. მე არ მგონია და არ ვიცი უკრაინაში სააკაშვილი იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ამიტომ საუბარი ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა ანუ ნონსესი. 

თუ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სააკაშვილი გადავცეთ უკრაინას, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი მოიხადოს. ამის არავითარი სურვილი არ გაგვაჩნია. არ არსებობს ამის არანაირი სამართლებრივი მიზანშეწონილობა. შესაბამისად სასჯელი რაც მისჯილი აქვს აღსრულდება ქართულ მიწაზე ანუ ქართულ ციხეში. 

პოლიტიკურად კი გაკვირვებული ვარ, თუ ადამიანი არის მოწოდებული, რომ თავი შესწიროს იდეალებს, მას არ უნდა ქონდეს სურვილი კიევში დაბრუნდეს, ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის'' - განაცხადა თეა წულუკინმა. 

უკრაინაში ჩვენი ახალი ელჩი დღეს რწმუნებათა სიგელების ასლებს გადასცემს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და თუკი ასეთი საჭიროება იქნება, კიდევ დამატებით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც - განაცხადა დავით ზალკალიანმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინელებთან ჩვენ ურთიერთობას, ძალიან კარგი, ნაყოფიერი კონტაქტები არსებობს. მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვქონდა კომუნიკაცია. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ საელჩოს დაუკავშირდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საელჩოს თანამშრომელი იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია“, - დასძინა ზალკალიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი