მინდა ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას არჩევნების საერთაშორისო შეფასებები მივუსამძიმრო - თეა წულუკიანი

04 ოქტომბერი 2021, 12:33 1344 ნახვა

მინდა ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას მივუსამძიმრო საერთაშორისო შეფასებები გუშინდელი დღის და ზოგადად არჩევნების, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში. საარჩევნო სია იყო ზუსტი.

"დღეს დადგა ორშაბათის დილა მშვიდი, სტაბილური, რაც არ შედიოდა პოლიტიკური ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმებში. ეს ნამდვილად მოსალოცია.

მინდა, მხარდაჭერისთვის, ყველა იმ ადამიანს ვინც სტაბილურობას, სიმშვიდეს და ოცნებას მისცა ხმა დიდი მადლობა გამოვუცხადო.

ჩვენმა პარტიამ დადო ის შედეგი რომელიც ბევრად მეტია ვიდრე ვიღაცისთვის სასურველი 43% და მარცხი განიცადა პოლიტიკურმა ოპოზიციამ.

ჩვენ გავაგრძელებთ მომდევნო 3 წელი ცხოვრებას, იმედია, უფრო მეტად პოლიტიკურად დამშვიდებულ გარემოში.

მავანი ფიქრობდა, რომ დღეს ხელისუფლებაში იქნებოდა, თუმცა, ახლა დასრულდა მთავრობის სხდომა და მას კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ეს იმედგაცრუებაც არის მათ ანგარიშზე და მათი ბელადი არის ციხეში"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, ცესკომ მსოფლიოს აჩვენა, რომ უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე დათვლის პროცესი იყო.

„სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია? რატომ არის დღეს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი? რიგგარეშე არჩევნები არ არის, ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ამას გისამძიმრებთ და მივესალმები იმ უპრეცედენტო ძალისხმევას, რომელიც ცესკომ გასწია და თქვენ გაგაჩუმათ თავისი ძალიან მაგარი საქმიანობით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ​

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი