ცესკოს განახლებული მონაცემების თანახმად ბათუმში 42,38% -ით ლიდერობს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი კირთაძე, შემდეგია 41, 23 %-ით „ ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი. 10,57 % მიიღო პარტია გახარია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი მიქელაძემ. თვითმმართველობის არჩევნების პროპორციული სისტემით სულ 4 პარტია გამოიკვეთა.
ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მცირედით უსწრებს „ნაციონალურ მოძრაობას,“ მესამე ადგილზეა გახარია - „საქართველოსთვის“,შემდეგი კი ლელო „საქართველოსთვის.“