თითქმის 12 საათი დასჭირდა ცესკოს, რომ არჩევნების პირველადი შედეგები გამოექვეყნებინა რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნული ფაქტი ასე ახსნა.
„შემაჯამებელი ოქმები წარდგენილი არ არის და არ არის გადმოცემული ყველა ოქმი, რომ უფრო ფართო სურათი გაგვეზიარებინა თქვენთვის“.-გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით სურდათ, რომ წინასწარი მონაცემები, რომელსაც გარკვეულ დროს მაქსიმალურად პროპორციული ხმათა რაოდენობა აესახათ ყველა საარჩევნო ოლქიდან.