ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობამ 52.26% შეადგინა. საარჩევნო უბნებზე 77 494 ადამიანი მივიდა.
სულ კი ბათუმის მასშტაბით რეგისტრირებული იყო 148 011 პირი.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით მოქალაქეების აქტივობა გაზრდილი იყო, მაშინ საკუთარი არჩევანია ამომრჩეველთა 36%-მა დააფიქსირა.
ბათუმში, თვითმმართველობის არჩევნებისთვის 105 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.