საქართველოში საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა შეწყდა

02 ოქტომბერი 2021, 20:00 1080 ნახვა

საქართველოში საარჩევნო უბნები  20:00 საათზე დაიხურა.

იწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს მიაწვდის და სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება.

ამომრჩევლებმა დღეს 64 მერი და 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) აირჩია.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 3 664 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ასევე იყო გამონაკლისს შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 სპეციალური უბანი. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უწევდა მეთვალყურეობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი