საზღვაო აკადემიის შენობაში, დღეს, ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა. ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან: სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, მეზღვაურები.
ვაქცინაციის ახალი კაბინეტის გახსნას დღეს აჭრის ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდა.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მართალია ვაქცინაციის ტემპმა გასულ დღეებთან შედარებით დაიკლო, თუმცა ტემპის ამაღლებისთვის ინტენსიურად მუშაობენ ყოველდღიურ რეჟიმში.
მისივე განცხადებით, დღეში დაახლოებით 1500 აცრა ფიქსირდება.
,,სამინისტრო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ყოველდღიურად საინფორმაციო შეხვედრებს აწარმოებენ. პარალელურად მუშაობს გამსვლელი ამცრელი ბრიგადები.
დღეს, საზღვაო აკადემიაში გაიხსნა აცრის კიდევ ერთი ლოკაცია. მოსახლეობას მოვუწოდებთ მეტი აქტივობისკენ, განსაკუთრებით სტუდენტებს.
კარგად გამოხატული სტაბილიზაცია გვაქვს და მის შესანარჩუნებლად აუციელებლია რეგულაციების მაქსიმალურად დაცვა და ვაქცინაციის ტემპის გაზრდა"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
დღეის მდგომარეობით აჭარაში ადმინისტრირებულია 206 000 ვაქცინის დოზა.