ნათია კაპანაძის სასამართლო დავა მაუწყებლის წინააღმდეგ

29 სექტემბერი 2021, 15:01 973 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი 2019 წლის 19 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების - იმპიჩმენტის, ბათილად ცნობას ითხოვს. საქმეზე სასამართლო მორიგი სხდომა დღეს გაიმართა. კითხვა - პასუხის რეჟიმზე პროცესი მას შემდეგ გადავიდა, რაც  დაბარებული მოწმეები - მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრები - ბეჟან გობაძე და ნატა იმედაიშვილი არ გამოცხადდენ.   ნათია კაპანაძე ითხოვდა კითხვებზე პასუხს, იმ პრეტენზიების შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო მის იმპიჩმენტს. მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ირწმუნება, რომ ბრალდებები, რომელთა საფუძველზეც მას იმპიჩმენტი გამოუცხადეს, ფაქტობრივი მტკიცებულებებით გამყარებული არაა და იმპიჩმენტის ბათილობის საფუძველი უნდა გახდეს. მოპასუხე მხარე კი საპირისპიროს ამბობს. წინა და ახლანდელი მოწვევის მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი -  გიგა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ყველა დასმულ კითხვას ფაქტობრივი არგუმენტაციით გაეცა პასუხი და საპირისპირო ბრალდებები, საბჭოს წევრის თქმით, პოლიტიკური სპეკულაციებია. ნათია კაპანაძის ინტერესებს საია იცავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში