ამერიკული ავიაკომპანია იუნაითიდ ეარლაინსი აცხადებს, რომ 593 თანამშრომელს, რომელმაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარი თქვა, სამსახურიდან გაათავისუფლებს. კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც გათავისუფლების პროცესის ოფიციალურად დასრულებამდე აიცრებიან, სამსახურს შეინარჩუნებენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ დარჩენილი თანამშრომლების 99% ვაქცინირებულია.