ვითარება უკრაინაში

19 იანვარი 2025, 11:54 82 ნახვა

ოკუპანტის იერიში უკრაინის ქალაქებზე გრძელდება. რუსულმა მხარემ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ზაპოროჟიეზე, სადაც ნანგრევებიდან 1 დაღუპული ამოიყვანეს. თავდასხმა ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე განხორციელდა. დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილები. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება და გავრცელებული ცნობით, ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მათი ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში