„ჰამასმა“ გაასაჯაროვა პირველი სამი მძევლის ვინაობა, რომლებსაც ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლებს.
ისენი ქალები არიან: რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტაინბრეხერი.
დორონ შტაინბრეხერი, 31 წლის, ვეტერინარი ექთანია, რომელიც თავის ბინაში იმყოფებოდა კიბუც კფარ აზაში, როდესაც „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბერს თავდასხმა განახორციელა.
ემილი დამარი, 28 წლის, რომელსაც ბრიტანეთის და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს მძევლად, ასევე, აიყვანეს კიბუც კფარ აზადან.
რომი გონენი, 24 წლისაა, ის Supernova-ს მუსიკალური ფესტივალიდან გაქცევის მცდელობისას დაატყვევეს.
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, ვიდრე ჰამასი იმ მძევლების სიას არ გადასცემს, რომელთა გათავისუფლებაც იგეგმება.