ქაბულის უნივერსიტეტი ქალებისთვის დაიკეტა. რამდენიმე დღით ადრე თალიბანის მთავრობამ სკოლებში სწავლის და სწავლების უფლება მხოლოდ ბიჭებსა და მამაკაც მასწავლებლებს მისცა. ავღანეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც გოგონებს სასწავლო დაწესებულებებში სიარული ეკრძალებათ. ანალოგიური აკრძალვები ავღანეთში მეოცე საუკუნის 1990 -იან წლებში მოქმედებდა.