ირაკლი ბებუას ოჯახის საპროტესტო აქცია

28 სექტემბერი 2021, 17:46 1121 ნახვა

ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია  გაიმართა კანცელარიის შენობასთან. ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების თქმით, ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.  შეგახსენებთ: 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში 1992-93 წლების ომში გამარჯვების 27 წლისთავს აღნიშნავდნენ, როდესაც საქართველოს მოქალაქემ, 27 წლის ირაკლი ბებუამ, გალის კულტურის სახლზე გადმოფენილ აფხაზური დროშის ფერების სიმბოლოს და ბანერს, წარწერით: “გილოცავთ გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს” ბენზინი გადაასხა. ბებუა იმავე დღეს დააკავეს, 7 დეკემბერს კი გალის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გამოსასწორებელ კოლონიაში და 10 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი