ქართული კოვიდსერტიფიკატის აღიარებასთან დაკავშირებით ევროკავშირისგან პირველი დადებითი გამოხმაურება მივიღეთ - თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2021, 17:04 1277 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის  განცხადებით, მოსამზადებელი და ტექნიკური სამუშაო, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველო მიუერთდეს ევროკავშირის ერთიან ბაზას კოვიდსერტიფიკატის აღიარებასთან დაკავშირებით, შესრულებულია.

„ჩვენ მივიღეთ პირველი დადებითი გამოხმაურება ევროკავშირის მხრიდან, მზაობა არის საკმაოდ მაღალი და დარჩენილია სამუშაოების ბოლო ეტაპი, რომელსაც, ვფიქრობ, ძალიან მოკლე დროში დავასრულებთ“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი