აჭარაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 4 ოქტომბრიდან განახლდება

28 სექტემბერი 2021, 16:41 1460 ნახვა

აჭარაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 4 ოქტომბრიდან განახლდება.

"ეპიდვითარების დასტაბილურება 4 ოქტომბრიდან დათქმულ ვადაში მოგვცემს საშუალებას, რომ სწავლა განახლდეს ყველა საკლასო ოთახში. დარწმუნებული ვარ, რომ მასწავლებლების და მოსწავლეების ენთუზიაზმითა და მონდომებით ეს დაკარგული დრო იქნება სრულად ანაზღაურებული და ჩვენ გვეყოლება განათლებული მომავალი თაობა“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში ახალი სკოლების მშენებლობის დათვალიერებისას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში