4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა განახლდება. განათლების მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები იქნება ზედმიწევნით დაცული.
მისივე თქმით, სიახლეა ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
თამარ გაბუნიას განცხადებით, 4 ოქტომბრიდან პირბადის ტარება დაბალი კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო იქნება.
მისივე განმარტებით, ყველაზე კარგი დაცვის საშუალება ბავშვისთვის არის მისი გარემოცვის ვაქცინაცია.
"ვინაიდან, ჩვენ დღეს მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციაზე ვერ ვისაუბრებთ, ამდენად ყველაზე კარგი დაცვის საშუალება ბავშვისთვის არის მისი გარემოცვის ვაქცინაცია. მშობლებისთვის კიდევ ერთი მოწოდება და თხოვნაა, რომ აიცრან თუკი ჯერ ეს არ გაუკეთებიათ, რადგან დღეს მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო გარემოში თავიდან ავიცილოთ ეპიდემიური ვითარების გაუარესება და სკოლა, რომელიც გაიხსნება, დარჩეს გახსნილი სტაბილურად მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში“, – განაცხადა გაბუნიამ.