იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ექსპერტთა კომიტეტის სხდომაზე ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით 30 სექტემბრამდე დაწესებული საგანგებო მდგომარეობის სრულად გაუქმების შესახებ განაცხადა. ამჟამად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 47 პრეფექტურიდან 19-ში მოქმედებს. კიდევ 8 პრეფექტურაში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გამკაცრებული ზომების რეჟიმი მოქმედებს, რომელიც გაცილებით მსუბუქ შეზღუდვებს ითვალისწინებს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედაავად, კოვიდშეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება.