ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

28 სექტემბერი 2021, 14:52 1313 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს ამ მოწვევის ბოლო სხდომა.  არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე საკრებულოს წევრებმა შიდა აუდიტის დადგენილებაში ცვილილება შეიტანეს და ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატ მიშა ბოლქვაძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს. განცხადებით საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა თავად მიმართა,  დღეს კი კოლეგებმა ის ცნობად მიიღეს და ყოფილი წევრი ნაციონალური მოძრაობის სიის მომდევნო ნომრით ედნარ რიჟვაძით ჩაანაცვლეს. რიჟვაძე მუშაობას იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში გააგრძელებს, თუმცა ის საკრებულოს წევრი სულ რაღაც ერთი თვით იქნება. რაც შეეხება საკრებულოს მუშაობას. დღეს  ოპოზიციიდან მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის წევრი ესწრებოდა სხდომას, მაგრამ კომენტარი არ გააკეთა. ქართული  ოცნების წევრები კი საკუთარ მუშაობას დადებითად აფასებენ და ნაყოფიერს უწოდებენ. თავს ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებითა და იმით იწონებენ, რომ საქართველოს მთავრობას ბათუმის საზღვრებში მოქცეული ხელვაჩაურის მერიის შენობისთვის ტერიტორიის დაბრუნების მოთხოვნით მიმართეს. შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ადმინისტრაციული ცენტრი არ აქვს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში