ჯონ ლენონის უცნობი აუდიოჩანაწერი აუქციონზე გაიყიდება

28 სექტემბერი 2021, 13:07 848 ნახვა

დანიაში ჯონ ლენონისა და იოკო ონოს აქამდე გამოუქვეყნებელი აუდიოჩანაწერი აუქციონზე გაიყიდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 33-წუთიანი აუდიოჩანაწერი ოთხმა დანიელმა მოზარდმა 50 წლის წინ გააკეთა, „ბითლზის“ დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე. აუდიოკასეტაზე ჩაწერილია ინტერვიუ ჯონ ლენონთან და იოკო ონოსთან, ასევე ჩანაწერი შეიცავს სიმღერას, რომელიც სავარაუდოდ არასდროს გამოქვეყნებულა. აუქციონის სახლის შეფასებით, ჩანაწერის სავარაუდო ღირებულება 32 ათასიდან 50 ათას დოლარამდე მერყეობს. დანიელმა მოსწავლეებმა ლეგენდარულ წყვილთან ინტერვიუ სკოლის გაზეთისთვის 1970 წლის იანვარში ჩაწერეს, როდესაც ჯონ ლენონი და იოკო ონო დანიაში იმყოფებოდნენ. ინტერვიუ ძირითადად წყვილის სამშვიდობო კამპანიას შეეხებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი