კანადაში მაღაროში ჩარჩენილი 39 ადამიანის ევაკუაციის ოპერაცია მიმდინარეობს

28 სექტემბერი 2021, 12:54 619 ნახვა

კანადის ონტარიოს პროვინციის მაღაროში 39 მაღაროელი ასობით მეტრის სიღრმეზე ჩარჩა მას შემდეგ, რაც მექანიკური პრობლემის გამო მაღაროში შესასვლელი დაიბლოკა. სამთო კომპანია ვალეში აცხადებენ, რომ სამაშველო ჯგუფმა მაღაროელებამადე მიაღწია. კომპანიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მაღაროელებს საკვები და წყალი მიაწოდეს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მათი ევაკუაცია უსაფრთხოდ განხორციელდება.  მაღაროში, რომელიც ქალაქ სედბერის მახლობლად მდებარეობს და სადაც სპილენძს, ნიკელს, კობალტს, პლატინას, ოქროსა და ვერცხლს მოიპოვებენ, 200-მდე ადამიანია დასაქმებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში