აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ევრონიუსის მაყურებელი საქართველოს ეკოტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობა. სიუჟეტში, რომელიც ჟურნალისტმა აჭარაში მოგზაურობისას მოამზადა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნული პარკებია წარმოჩენილი.
"საქართველოში ეკოტურიზმი ეკონომიკისა და გარემოს მდგრად განვითარებას უწყობს ხელს" - ამბობს ჟურნალისტი, რომელიც მაყურებელს კინტრიშის, კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
სიუჟეტში ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველ ადგილზე საუბრობენ.
მომზადებული ვიდეომასალა ევრონიუსის ეთერში 9 ენაზე, მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში იტრიალებს.
ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, პარალელურად ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო რგოლები და ეროვნული პარკების ამსახველი ფოტო სლაიდშოუ გადაიცემა.
რეგიონის სარეკლამო კამპანია ევრონიუსზე ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება